Accessibility links

logo-print

ისრაელის ჯარი პალესტინელთა ქალაქ ტულქარმში


ისრაელის ჯარი პალესტინელთა ქალაქ ტულქარმში შევიდა დღეს დილით მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ისრაელის ჯარი პალესტინელთა ქალაქ ტულქარმში შევიდა დღეს დილით მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ისრაელის რადიოს ცნობით, ჯარის სარდლობას ინფორმაცია აქვს მიღებული იმის შესახებ, რომ ტულქარმში იმყოფებიან ექსტრემისტული დაჯგუფებების: "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" მოიერიშეები, რომლებიც მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებიან. ისრაელის ჯარმა ტულქარმის შემოგარენში მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი გაჩხრიკა. სამხედროებმა 3 მამაკაცი დააკავეს. ღაზის სექტორში მოკლეს შეიარაღებული პალესტინელი, რომელმაც ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა.
XS
SM
MD
LG