Accessibility links

logo-print

ურთიერთობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ


ურთიერთობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშსა და გერმანიის კანცლერ ჰელმუტ შრიოდერს შორის იმდენად დაიძაბა

ურთიერთობა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშსა და გერმანიის კანცლერ ჰელმუტ შრიოდერს შორის იმდენად დაიძაბა
ერაყის კონფლიქტში ამ უკანასკნელის პოზიციის გამო, რომ ალბათ აღარასოდეს გაუმჯობესდება. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა გერმანიის ჟურნალ "ფოკუსისათვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ურთიერთობათა გაუმჯობესებას ცდილობს გერმანიასთან, მაგრამ შრიოდერთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე. დაძაბულია ურთიერთობა ჯორჯ ბუშსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოშკა ფიშერს შორისაც. პაისის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო პოლიტიკოსისთვის შეუფერებელია ფიშერის პოლიტიკური წარსული. 1960-იან წლებში ფიშერი ულტრამემარცხენე პოზიციაზე იდგა, ხოლო მოგვიანებით, "მწვანეების" პარტიაში შევიდა.
XS
SM
MD
LG