Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ზაფარულა ხან ჯამალიმ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ზაფარულა ხან ჯამალიმ ქვეყნის ოპოზიციურ დაჯგუფებებს მოუწოდა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ზაფარულა ხან ჯამალიმ ქვეყნის ოპოზიციურ დაჯგუფებებს მოუწოდა
- შეწყვიტონ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფზე ზეწოლა, რომ მან უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა დატოვოს. ისლამური ოპოზიცია მოითხოვს, რომ ფერვეზ მუშარაფმა პაკისტანის დამოუკიდებლობის დღის, 14 აგვისტოსათვის დატოვოს ხსენებული თანამდებობა, და თან აცხადებს, რომ უარის შემთხვევაში, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შემდგომი გაღრმავდებაა მოსალოდნელი. როგორც ხან ჯამალიმ განაცხადა, მუშარაფი ეთანხმება ოპოზიციის ლიდერებს იმაში, რომ არ უნდა ეკავოს ერთდროულად ორი: პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა, თუმცა მიაჩნია, რომ ოპოზიცია არ უნდა ჰკარნახობდეს მას, როდის უნდა გადადგეს.
XS
SM
MD
LG