Accessibility links

ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა


ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამერ ალ-ღადბანიმ დღეს განაცხადა,

ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამერ ალ-ღადბანიმ დღეს განაცხადა,
რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ერაყში ორჯერ გაიზრდება ნავთობის წარმოება, ხოლო სამ კვირაში ამ საწვავის ექსპორტიც განახლდება. თამერ ალ-ღადბანიმ თქვა, რომ ერაყი ამჟამად, 700,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს ყოველდღიურად, მაშინ როცა ომამდე, სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს, შესაბამისი მაჩვენებელი სამი მილიონი ბარელი იყო დღეში. ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ ქირქუქში დღეს 300 დელეგატი შეიკრიბა 30-კაციანი საბჭოს ასარჩევად, რომელმაც მომავალ კვირაშირეგიონის გუბერნატორი უნდა აირჩიოს. ყრილობა ამერიკელმა გენერალმა რაიმონდ ოდიერნომ გახსნა და ფორუმს, ერაყში დემოკრატიზაციის პროცესის დასაწყისი უწოდა. ასეთივე ყრილობა მაისის პირველ რიცხვებში გაიმართა ქალაქ მოსულში.
XS
SM
MD
LG