Accessibility links

ჩეჩნეთის სოფელ ალხან-კალაში ასაფეთქებელი მოწყობილობა


ჩეჩნეთის სოფელ ალხან-კალაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა იმ მომენტში, როცა ჩაიარა შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომელთა ავტოკოლონამ.

ჩეჩნეთის სოფელ ალხან-კალაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა იმ მომენტში, როცა ჩაიარა შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომელთა ავტოკოლონამ.
როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს კვირას, არავინ დაშავებულა. მთებში 6 ადამიანი სერიოზულად დაიჭრა ავტოავარიის შედეგად. ხარაჩოი-ვედენოს უღელტეხილზე გზიდან ხრამში გადაიჩეხა სატირვთო მანქანა, რომელშიც 5 მგზავრი იჯდა. მილიციის მონაცემებით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ჩეჩნეთში 4 ადამიანი გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG