Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის მისაღებად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა დღეს მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის მისაღებად.
"გზამკვლევის" სახელით ცნობილი ეს გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ არის წარმოდგენილი, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს 2005 წლისთვის. ისრაელის მთავრობამ გეგმა მოიწონა რამდენიმე დამატებითი პირობით. მათ შორისაა პალესტინელთა აქტიური ბრძოლა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ და უარი პალესტინელ ლტოლივლთა და მათ შთამომავალთა დაბრუნებაზე ისრაელის ტერიტორიაზე. პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა დღეს თქვა, რომ ისრაელმა სამშვიდობო გეგმა უნდა მიიღოს თადაპირველი სახით და რომ მასში ყოველგვარი ცვლილება მიუღებელია. თავიდან შარონი ეწინააღმდეგებოდა გეგმის მიღებას, მაგრამ საბოლოოდ პარასკევს დათანხმდა მას მერე, რაც ვაშინგტონისგან მიიღო დაპირება, რომ გაითვალისწინებს ისრაელის შენიშვნებს.
XS
SM
MD
LG