Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირის ხელისუფლება შიშობს, რომ ამას


ალჟირის ხელისუფლება შიშობს, რომ ამას წინათ მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 3 ათას კაცს გადააჭარბებს.

ალჟირის ხელისუფლება შიშობს, რომ ამას წინათ მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 3 ათას კაცს გადააჭარბებს.
დადასტურებულია ორი ათას 162 ადამიანის სიკვდილი. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ცხრა ათასამდე ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მსხვერპლისთვის პასუხისმგებლობას ანიჭებს ხელისუფლებას, რომელმაც, მათი აზრით, სახლების აგებისას არ დაიცვა უსაფრთხოების ზომები. სეისმურად გამძლე სახლების მშენებლობის წესები შემოღებულ იქნა 1980 წლის გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ. გარდა ამისა, მთელი მსოფლიოდან ჩასული მაშვლები ამბობენ, რომ არასაკმარისი მხარდაჭერა მიიღეს ალჟირის ხელისუფლების მხრიდან.
XS
SM
MD
LG