Accessibility links

logo-print

წინასწარი მონაცემებით სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში


წინასწარი მონაცემებით სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში რობერტ ქოჩარიანის მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტია ლიდერობს. მეთვალყურეები ევროპაში უშიშროებისა და

წინასწარი მონაცემებით სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში რობერტ ქოჩარიანის მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტია ლიდერობს. მეთვალყურეები ევროპაში უშიშროებისა და
თანამშრომლობის ორგანიზაციიდან, რომლებიც სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებს დაესწრნენ, აცხადებენ, რომ 25 მაისი დაჩრდილა ძალადობისა და დარღვევების ფაქტებმა. ეუთოს ელჩი სომხეთში რობერტ ბარი აცხადებს, რომ ეუთოსა და ევროსაბჭოს მეთვალყურეთა შეფასებით, 25 მაისის საარჩევნო პროცესი სომხეთში ნაკლები ხარვეზებით წარიმართა, ვიდრე მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა საპარლამენტო არჩევნებიც სომხეთში შორს იყო საერთაშორისო სტანდარტებისგან. სომხეთის "სამართლიანობის" პარტიის ლიდერმა სტეპან ზაქარიანმა რადიო თავისუფლებას არჩევნებზე მომხდარი დარღვევების შესახებ განუცხადა: [ზაქარიანის ხმა] "ხმის მიცემისას მომხდარი დარღვევებიდან ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ბიულეტენების ჩატენვა. ჩვენმა მეთვალყურეებმა გუშინ საღამოს 5 სააამდე საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩატენვის უამრავი ფაქტი აღნუსხეს".
XS
SM
MD
LG