Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის კაბინეტმა სუსტი უმრავლესობით დაუჭირა მხარი სამშვიდობო გეგმას


ისრაელის მთავრობამ არც თუ დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი სარაერთშორისო თანამეგობრობის მიერ შემუშავებულ ეგრეთწოდებულ "საგზაო რუკას"- სამშვიდობო გეგმას. პირველად მოხდა,

რომ ისრაელი ემხრობა გეგმას, რომელიც პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაპყრობილ ტერიტორიაზე. გეგმის მხარდამჭერებს შორის იყო კაბინეტის წევრი ისრაელის თავდაცვის მინისტრი შაულ მოფაზი, რომელმაც კენჭისყრამდე თქვა, რომ ამას აკეთებს ისრაელის და აშშ-ის ურთიერთგაგების გულისთვისი, და არა იმის გამო, რომ მისი ქვეყნისთვის სახიფათო პროცესის აღიარება სურს.
სამსაფეხურიანი გეგმა, რომელიც აშშ-მა, რუსეთმა, გაერომ და ევროკავშირმა შეიმუშავეს ისრაელის კაბინეტის 12 წევრისთვის არის მხოლოდ მეტნაკლებად მისაღები. გეგმის საწინააღმდეგოდ ხმა მისცა 7-მა მინისტრმა, 4-მა თავი შეიკავა. შარონის კაბინეტში ბევრი ნაციონალისტი და რელიგიურად განწყობილი კანონმდებელია, რომლებიც აცხადებენ, რომ არასოდეს დაუშვებენ პალესტინელთა სახელმწიფოს წექმნას ებრაელთა ღვთით ბოძებულ მიწაზე. არიელ შარონის წინადადებას, ეცნოთ "საგზაო რუკა", მისსავე ლიკუდის პარტიაშიც არ ემხრობა ყველა. პალესტინელები ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ ისინი დავასაჩუქროთ?! ჩვენ ეს ძვირად დაგვიჯდება! - თქვა უზი ლანდაუმ, ერთ-ერთმა ლიკუდელმა. მინისტრისივე შეფასებით, კენჭისყრამდე კამათის დროს "საგზოა რუკის" სასარგებლოდ კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ ბუშის ადმინისტრაციის დაკმაყოფილებაზე. ზოგიერთი მინისტრის თანახმად, კენჭისყრა სამშვიდობო გეგმის თაობაზე ნდობის გამოხატვა იყო აშშ-ის, ისრაელის ყველაზე მჭიდრო მოკავშირის და "საგზაო რუკის" "გავლენიანი ზურგის" მიმართ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ზიპი ლივნი - ის გეგმის მომხრეთა შორისაა - ასე ახასიათებს კენჭისყრის შემდგომ განწყობილებას კაბინეტში: ისრაელის მთავრობაში არ არსებობს დღეს ბედნიერი მინისიტრი, არც ერთი მათგანი არ თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისე, რომ აცხადებს ლივნი, იმედიც გვაქვს და შიშიც. ვაშინგტონი კმაყოფილებით შეეგება ჯერ შარონის და შემდგომ ისრაელის კაბინეტის გადაწყვეტიოლებას. ახლა აშშ-ის მთავრობა აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს ორივე მხარესთან ამ გეგმის განხორციელების გზაზე. აშშ-ის პრეზიდნტი ჯორჯ ბუში პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს და ისრაელის პრემიერს არიელ შარონს ევროპაში ან ეგვიპტეში სულ მალე შეხვდება. "საგზაო რუკას" პალესტინის ავტონომია თავიდანვე სრულად აღიარებდა და მოითხოვდა, რომ ისრაელსაც ცვლილებების გარეშე მიეღო ის. რა უნდა მოიმოქმედოს ორივე მხარემ ახლა, არ არის ნათელი. პალესტნელებისგან ისრაელი სამშვიდობო პროცესის განახლებამდე ექსტრემისტული გაერთიანებების განიარაღებას მოითხოვს. პალესტინელები ისრაელის მხრივ პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებას და საკონტროლო პუნქტების გაუქმებას მოითხოვენ. პალესტინელთა შრომის მინისიტრი ღასან ხატიბი ფიქრობს, რომ ორივე მხარემ ახლა სინქრონულად უნდა იმოქმედოს თავისი მოვალეობები შესარულონ. ისრაელი პირობას აყენებს, რომ პალესტინელებმა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი. ამასთან, ისრაელი, გეგმის იმ ნაწილს, რომ თავიანთ საცხოვრებელს უნდა დაუბრუნდნენ პალესტინელი ლტოლვილები, რომლებიც 1948 წელს გადაასახლეს, არ ეთანხმება. ისრაელის კაბინეტის წევრი, ლივნი ამბობს, რომ თუკი სახელმწიფოს შექმნიან პალესტინელები, მათ იქვე უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, თავიანთი ხალხი, ლტოლვილები, მიიღონო. პალესტინელებს სამშვიდობო გეგმა ხელს აძლევთ, ისრაელი კი მის ცვლილებას იმედოვნებს, ყოველ შემთხვევაში, კაბინეტის თანხმობას ტაქტიკის ნაწილად მიიჩნევენ მიმოხილველები.
პოლიტოლოგი მანაქემ კლაინი, რომელიც თელ-ავივის ბარ ილანის უნივერსიტეტში მუშაობს, ასე ახნის შარონის გეგმას: სამშვიდობო გეგმის აღიარების შემდეგ ისრაელი წარმოადგენს " საგზაო რუკაში" მისთვის მიუღებელ პუნქტებს და შემდგომ, როცა მოქმედების დრო მოვა, მათი გამოყენებით გადადებს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას. "ფაინენშელ ტაიმსი" წერს რომ, თუკი შარონი ფეხს აითრევს, აშშ-ის უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს. პალესტინელთა წარმომადგნლის ერექათის აზრით, თუკი ჯორჯ ბუში იმოქმედებს, მათ შანსი მიეცემათ. ეს ერთადერთი გზაა წრის გარღვევისთვისო, თქვა ერექათმა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG