Accessibility links

ისრაელის და პალესტინის ავტონომიის პრემიერ


ისრაელის და პალესტინის ავტონომიის პრემიერ მინისტრემბა არიელ შარონმა და მაჰმუდ აბასმა გადადეს თავიანთი სამშვიდობო,

ისრაელის და პალესტინის ავტონომიის პრემიერ მინისტრემბა არიელ შარონმა და მაჰმუდ აბასმა გადადეს თავიანთი სამშვიდობო,
"საგზაო რუკის" სახელით ცნობილი გეგმის თაობაზე მოსალაპარაკებლად დაგეგმილი შეხვედრა.
ორვე მხარემ გამოაცხადა, რომ გადადებას პოლიტიკური მიზეზი არ აქვს. ეს გეგმა 2005 წლისთვის პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. ისრაელმა ოფიციალურად მიიღო გეგმა, თუმცა არაერთ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. პალესტინელთა თვითმმართველობა მთლიანად ეთანხმება გეგმას.
ეგვიპტის საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ შარონი და აბასი აშშ-ის პრეზიდეტს ბუშს შეხვდებიან სამშვიდობო გეგმის გარშემო სასაუბროდ 4 ივნისს.
საგზაო რუკის გადადების გარეშე განხორცილებისკენ მოუწოდეს კონფლიქტის მხარეებს ევროპის კავშირისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საბერძნეთში, კრეტაზე შეხვდნენ ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG