Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავის საგანგებო წარმომადგენლად ერაყში გაეროს ადამიანის უფლების დაცვის

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავის საგანგებო წარმომადგენლად ერაყში გაეროს ადამიანის უფლების დაცვის
უწყების ხელმძღვანელი სერჯიო ვიეირა დე მელო დაასახელა. ანანის თქმით, მან თავისი არჩევანი შეაჩერა დე მელოზე, რადგან მას გამოცდილება აქვს კონფლიქტის შემდგომი ვითარების მოგვარებაში. ანანმა დე მელო ამ თანამდებობაზე 4 თვით დანიშნა, შემდგომ დე მელო ადამიანის უფლებების დაცვის დაუბრუნდება. თვითონ დე მელომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერაყში მისი მთავარი საქმე ადამიანის უფლებები იქნება. საგანგებო წარგზავნილს, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, საკვანძო როლი ენიჭება ერაყის მთავრობის ჩამოყალიბებაში, ასევე იურიდიული რეფორმების გატარებაში. დე მელო თანამდებობაზე უშიშროების საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG