Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 მაისს პრაღაში დასრულდა ნატოს


28 მაისს პრაღაში დასრულდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. მისი ძირითადი თემები გახლდათ ერაყის ომის გაკვეთილები

28 მაისს პრაღაში დასრულდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. მისი ძირითადი თემები გახლდათ ერაყის ომის გაკვეთილები
ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, ნატოს შემდგომი გაფართოება, საერთაშორისო ტერორიზმი და უსაფრთხოება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ესწრებოდა ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე. [ბარამიძის ხმა]
"დიახ კარები ღიაა ნატოსი, მაგრამ ეს კარები არის, რომ წარმოიდგინოთ სადღაც ციცაბო კლდის თავზე, რომელსაც მართალია კიბეები აქვს და შეგიძლია ახვიდე, მაგრამ ეს შენ უნდა გააკეთო, ვერავინ სხვა შენს მაგივრად ამ გასავლელ გზას ვერ გაივლის", - განუცხადა ბარამიძემ "რადიო თავისუფლებას". ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ნატოს წევრი 19 ქვეყნის 214 პარლამენტარია გაერთიანებული. 1990 წლის შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 20 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.
XS
SM
MD
LG