Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ალჟირში აღინიშნა რიხტერის სკალით


დღეს ალჟირში აღინიშნა რიხტერის სკალით 5,8 ბალის ძალის ახალი მიწისქვეშა ბიძგები. მსხვრეპლის შესახებ ცნობები არ არის.

დღეს ალჟირში აღინიშნა რიხტერის სკალით 5,8 ბალის ძალის ახალი მიწისქვეშა ბიძგები. მსხვრეპლის შესახებ ცნობები არ არის.
ეს უკვე მესამე მიწისძვრაა უკანასკნელი დღენახევრის განმავლობაში. მისი ეპიცენტრი კვლავ მდებარეობს ქალაქ ზემურიში, ალჟირის დედაქალაქიდან აღმოსავლეთით 70 კილომეტრში. ხელისუფლება ხალხს აფრთხილებს, რომ შესაძლებელია მიწისძვრის ახალი ბიძგები და მოუწოდებს მას, არ მიუახლოვდეს ძველ შენობებს. გასულ კვირაში 2200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 ათასზე მეტი დაშავდა უძლიერესი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთში.
XS
SM
MD
LG