Accessibility links

"ერაყი და კავკასია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ომმა რეგიონზე"


ვაშინგტონში სამშაბათს გაიმართა შეხვედრა

სახელწოდებით "ერაყი და კავკასია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ომმა რეგიონზე". შეხვედრის ორგანიზატორები არიან "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრი" და ჩვენი "რადიო", "რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება". შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ში კავკასიის სამი სახელმწიფოს ელჩებმა, აზერბაიჯანიდან ჰაფიზ ფაშაევმა, არმან კირაკოსიანმა სომხეთიდან და საქართველოს ელჩმა ლევან მიქელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვაშინგტონში აკრედიტებული საელჩოების ოფიციალური პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე მედიის წარმომადგენლები.
ვაშინგტონში ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე ტელეფონით დავუკავშირდით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშშ-ში ლევან მიქელაძეს, რომელიც თავიდან, როცა ეს შეხვედრა დაიგეგმა, თავშეკავებულად იყო განწყობლი ერაყის ომის დამთავრებადე ამგვარი საუბრის გამართვისა.
[მიქელაძის ხმა]

სამხრეთი კავკასია რეგიონია, რომელშიც სამი სხვადასხვა სახელმწიფო არსებობს. გასაკვირი არ იყო, რომ მათ თავიანთი ინტერესები ექნებოდათ. ვაშინგტონში თითოეულ ელჩს თავისი სათქმელი ჰქონდა იმაზე, თუ რას მოელის და მისი ქვეყანა ერაყის ომის პრეცედენტის გამო. ლევან მიქელაძე ჯერ სომხეთის პოზიციას განგვიმარტავს [მიქელაძის ხმა]:
აზერბაიჯანის და საქართველოს პოზიციები ბევრ სფეროში ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენა ერაყის ომის შედეგს შეიძლება ჰქონდეს უკვე ირანის და თურქეთის ფაქტორების გათვალისწინებით. [მიქელაძის ხმა] საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ასევე მნივშნელოვანია თუ რა გავლენას მოახდენს ერაყის მოვლენები ნავთობსადენების პროექტებზე. იმის გარდა, რომ აშშ-ის მთავრობა მსოფლიო ბაზარზე, ასე ვთქვათ, ნავთობის გატანის მრავალვარიანტულობას უჭერს მხარს, არის კიდევ მოსაზრებები, რომელთაც აშშ-ში საქათროველდოს ელჩი იზიარებს: [მიქელაძის ხმა] ლევან მიქელაძე იმასაც არ ივიწყებს, რომ საერთაშორისო სანავთობო კორპორაციები, რომლებმაც ფული ჩადეს ამ პროექტებში, მოგებაზე ფიქრობდნენ და საქართველოს ელჩის აზრით, მათ ამ კომერციულ მოტივაციას დარტყმა არ უნდა მიადგეს.
ვაშინგტონში სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე საქართველო ელჩმა განმარტა ის მთავარი მიზეზი, თუ რატომ უდგას საქართელოს მთავრობა აშშ-ს ერთგულად მხარში. საქართველო აშშ-ის მთავრობის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მადლიერია შერთებული შტატებისა ყველა სფეროში, პირველ რიგში კი უსაფრთხოების სფეროში უკვე გაწეული დახმარებებისთვის. საქართველო მომავალშიც მოელის აშშ-ის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ ვაშინგტონის ხელისუფლება და თვით უბრალო ხალხიც კი აშშ-ში მადლიერებით უყურებს საქართველოს ერთგულებას. შეკითხვაზე, თუ რაში შეიძლება გამოიხატოს სამომავლო დახმარება, ლევან მიქელაძემ ასე გვიპასუხა [მიქელაძის ხმა]: საუბრის ბოლოს ლევან მიქელაძემ გვითხრა, რომ საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრების კონტექსტში, ვაშინგტონში მოწყობილ ამ საუბარს თავისი მნივშნელობაც აქვს [მიქელაძის ხმა].

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG