Accessibility links

logo-print

ნეპალში დღეს ფართოდ აღინიშნება ევერესტზე


ნეპალში დღეს ფართოდ აღინიშნება ევერესტზე ასვლის 50 წლისთავი. ნახევარი საუკუნის წინათ ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და მისმა გამყოლმა შერპამ,

ნეპალში დღეს ფართოდ აღინიშნება ევერესტზე ასვლის 50 წლისთავი. ნახევარი საუკუნის წინათ ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და მისმა გამყოლმა შერპამ,
თენზინგ ნორგეიმ დაიპყრეს 8 850 მეტრი სიმაღლის მწვერვალი. მას მერე დაახლოებით 1300-მა ალპინისტმა გაიმეორა მათი გზა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში ჩავიდა 83 წლის ჰილარი. თენზინგი 17 წლის წინათ გარდაიცვალა. ევერესტის დაპყრობის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ცოტა მოგვიანებით უფრო დაწვრილებით გესაუბრებით. გადაცემაში ტელეფონით მიიღებს მონაწილეობას მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გია თორთლაძე, რომელიც ამჟამად ნეპალში იმყოფება [თორთლაძის ხმა].
XS
SM
MD
LG