Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის თქმით, რომელიც ამჟამად ერაყში იმყოფება, სადამ ჰუსეინის ჩამოგდებამ მთლიანად შეცვალა ატმოსფერო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის თქმით, რომელიც ამჟამად ერაყში იმყოფება, სადამ ჰუსეინის ჩამოგდებამ მთლიანად შეცვალა ატმოსფერო
ახლო აღმოსავლეთში და ახლა იქ უფრო ადვილია მშვიდობის დამყარება. მანამდე ბლერმა თქვა, რომ იგი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ერაყში მოიპოვება მასობრივი განადგურების იარაღი. ბლერმა დღეს ბრიტანეთის ჯარები მოინახულა ბასრაში. იგი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ერაყში ჩავიდა ომის დამთავრების შემდეგ. ბლერის განცხადებას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის გამოსვლა, რომელშიც რამსფელდმა თქვა, რომ მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება ვერ აღმოაჩინონ, ვინაიდან სადამ ჰუსეინმა იგი შესაძლოა ომის დაწყების წინ გაანადგურა. ამ იარაღის არსებობა იყო მთავარი გამართლება, რომელსაც ეყრდნობოდნენ ამერიკა და მისი მოკავშირეები ომის დასაწყებად.
XS
SM
MD
LG