Accessibility links

logo-print

დღეს ჩინეთში, ატიპიური პნევმონიით დაავადების


დღეს ჩინეთში, ატიპიური პნევმონიით დაავადების ერთი ახალი შემთხვევა აღრიცხეს;

დღეს ჩინეთში, ატიპიური პნევმონიით დაავადების ერთი ახალი შემთხვევა აღრიცხეს;
4 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია განვლილი თვენახევრის მანძილზე. ჰონკონგიდან, დაავადების სამი ახალი შემთხვევის შესახებ იუწყებიან; 4 ადამიანი გარდაიცვალა. ტაივანში, ატიპიური პნევმონიით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 9 ადამიანი დაავადდა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ატიპიური პნევმონიის ეპიდემია შეწყდა სინგაპურში, სადაც უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში დაავადების არცერთი ახალი შემთხვევა არ აღურიცხავთ. სულ მსოფლიოში, მომაკვდინებელ ვირუსს 755 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვი 8,500 უახლოვდება.
XS
SM
MD
LG