Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესი დონის შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში, ევროკავშირის


უმაღლესი დონის შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინის წინადადებას,

უმაღლესი დონის შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში, ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინის წინადადებას,
რომ დაჩქარდეს ევროკავშირსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება. შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო - პარტნიორობის მუდმივ საბჭოდ გარდაიქმნას. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრიორიტეტული მიზანი ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში ისაა, რომ ევროპის კონტინენტზე შეუფერხებლად მოხდეს ნაწარმისა და ადამიანების გადაადგილება. "ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი საერთო მიზანი და პოლიტიკური და მორალური ვალიცაა სასწრაფოდ მოვსპოთ ყველა ის დაბრკოლება, რაც ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ეღობება წინ, და მილიონობით რუს მოქალაქეს აშორებს დღეს ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები მეგობრებისა და ნათესავებისაგან. გულწრფელად ვიტყვი: რუსეთის უბრალო მოქალაქეთა თვალში ამჟამინდელი ვითარება, როგორც ახალი, და ამ შემთხვევაში "შენგენის კედელი", ისე აღიქმება".
ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ განაცხადა, რომ უვიზო მოგზაურობა რუსებისთვის ევროპაში და პირიქით შორეულ პერსპექტივაში უნდა მოხდეს, ვინაიდან ჯერ საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკითხებია მოსაგვარებელი. ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს - მოახდინოს გლობალური დათბობის პრობლემასთან დაკავშირებით მიღებული კიოტოს ოქმის რატიფიკაცია და ჩამოწეროს მოძველებული ტანკერები.
XS
SM
MD
LG