Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოპერაცია ჩაატარეს


ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოპერაცია ჩაატარეს დღეს ბაღდადის პოლიციის აკადემიაში და 15 მაღალჩინოსანი პოლიციელი, მათ შორის აკადემიის დეკანი დააპატიმრეს.

ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოპერაცია ჩაატარეს დღეს ბაღდადის პოლიციის აკადემიაში და 15 მაღალჩინოსანი პოლიციელი, მათ შორის აკადემიის დეკანი დააპატიმრეს.
როგორც ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, დაპატიმრებული პოლიციელები ერაყში აკრძალული ბაათის პარტიის კრებას ატარებდნენ. მიმდინარეობს გამოძიება იმის გასარკვევად, როგორ შესძლეს დაპატიმრებულმა ოფიცრებმა თავიანთი თანამდებობების შენარჩუნება მას შემდეგ, რაც ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო.
XS
SM
MD
LG