Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბუშმა "მტკნარი სპეკულაცია" უწოდა


პრეზიდენტმა ბუშმა "მტკნარი სპეკულაცია" უწოდა მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი თითქოსდა სამხედრო ძალის გმოყენებას

პრეზიდენტმა ბუშმა "მტკნარი სპეკულაცია" უწოდა მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი თითქოსდა სამხედრო ძალის გმოყენებას
აპირებს ირანის წინააღმდეგ. რუსეთის ტელეკომპანია RTR-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯორჯ ბუშს არ უარყვია ძალის გამოყენების იდეა, და შედარებისთვის აღნიშნა მხოლოდ, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალა "ხანგრძლივი, მეტად ხანგრძლივი დიპლომატიური მცდელობის" შემდეგ იქნა გამოყენებული. თეთრი სახლის ადმინისტრაცია ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" წევრების შეფარებასა და ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს ირანს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG