Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისი პრეზიდენტი ვლადიმირი პუტინი და


რუსეთისი პრეზიდენტი ვლადიმირი პუტინი და აშშ-ის პრეზედინეტი ჯორჯ ბუში ერთმანეთს შეხვდნენ პეტერბურგში

რუსეთისი პრეზიდენტი ვლადიმირი პუტინი და აშშ-ის პრეზედინეტი ჯორჯ ბუში ერთმანეთს შეხვდნენ პეტერბურგში
არაოფიციალურ სამიტზე. მათ გაცვალეს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ სიგელები. ეს ხელშეკრულება 2012 წლისთვის ორივე ქვეყნის ბირთვული იარაღის ორი მესამედით შეკვეცას ითვალისწინებს და ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
ორივე ლიდერმა გამოაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნირობა კვლავაც მტკიცეა, მიუხედავად ერაყის ომის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობისა და ირანთან რუსეთის ბირთვული თანამშრომლობისა. პუტინმა დაიცვა მისი ქვეყნის მიერ ირანში ბირთვული რეაქტორის აგება.
ბუშმა მადლობა გადაუხადა მას ერაყის სანქციების გაუქმების საქმეში მხარდაჭერისთვის და დახმარება აღუთქვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლისას. ორივე ლიდერი ორმხრივი კავშირების გაფართოების, ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების და ტერორისტთან ერთობლივი ბრძოლის მოხრეა. ბუშმა პუტინი კემპ დევიდში, ვაშინგტონთან მოლაპარაკებაზე დაპატიჟა სექტებრისთვის.
XS
SM
MD
LG