Accessibility links

ორშაბათს საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ევიანში


ორშაბათს საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ევიანში დიდი რვიანის ლიდერებმა მოუწოდეს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ატომური პროგრამების შემცირებისკენ.

ორშაბათს საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ევიანში დიდი რვიანის ლიდერებმა მოუწოდეს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ატომური პროგრამების შემცირებისკენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მასობრივი განადგურების იარაღი დღეს მსოფლიოსთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. მანამდე კი ევიანში შედგა შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. ჟაკ შირაკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის პოზიტიური ხასიათის იყო. ჯორჯ ბუშმა კი აღნიშნა, რომ მიუხედავად ერაყში ომის გამო უთანხმოებისა, შეერთებული შტატები და საფრანგეთი შეთანხმდნენ ერაყის მომავალზე. კერძოდ ჯორჯ ბუშმა განაცხადა: [ბუშის ხმა] "როდესაც დადგა თავისუფალ, ჯანსაღ ერაყზე მსჯელობის დრო, ჩვენ თანხმობაში ვართ. ჩვენ ვიქნებით ერთად იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ერაყელებს შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის მართვა. ამას დრო დასჭირდება. ერაყში რთული მდგომარეობაა"
XS
SM
MD
LG