Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერებმა დიდი რვიანის სამიტზე


მსოფლიოს ლიდერებმა დიდი რვიანის სამიტზე გამოთქვეს ოპტიმიზმი გლობალური ეკონომიკის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

მსოფლიოს ლიდერებმა დიდი რვიანის სამიტზე გამოთქვეს ოპტიმიზმი გლობალური ეკონომიკის პერსპექტივასთან დაკავშირებით.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა შენიშნა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებების ნაწილი მიეძღვნა ევროპის ქვეყნების ეკონომიკური რეფორმების მცდელობათა განხილვას, რომლებიც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას მოიტანს. ტონი ბლერმა განაცხადა: [ბლერის ხმა] "საქვეყნოდ ცნობილია, რომ თუკი ჩვენ ევროპაში სწრაფად არ შევცვლით ეკონომიკას, ჩვენ ვერ შევძლებთ ცხოვრების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას თანამედროვე მსოფლიოში". ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს განახორციელონ შრომის ბაზრის რეფორმა.
XS
SM
MD
LG