Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოთქვამს რწმენას, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი წარმატებული იქნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოთქვამს რწმენას, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი წარმატებული იქნება.
დიდი რვიანის სამიტზე მან მოუწოდა სახელმწიფოთა მეთაურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას იმდენი დრო დაუთმონ, რამდენიც ამისთვის საჭირო იქნება. სამშაბათს ჯორჯ ბუში ეგვიპტეში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატები-არაბულენოვანი ქვეყნების სამიტში. ამის შედმეგ, ოთხშაბათს კი შედგება მოლაპარაკება ისრაელისა და პალესტინის პრემიერ-მინისტრებთან იორდანიაში. სამმხრივ შეხვედრამდე ისრაელის პრემიერ მინისტრმა არიალ შარონმა გააუქმა შეზღუდვები იმ პალესტინელთა ისრაელში შეშვებაზე, რომლებიც დასავლეთი სანაპიროდან და ღაზის სექტორიდან ისრაელში სამუშაოდ შესვლას ლამობდნენ. პალესტინის პრემიერ მინისტრმა მაჰმუდ აბასმა კი ორშაბათს განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის შეიარაღებული დაჯგუფებები თანახმა იქნებიან შეწყვიტონ ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმები.
XS
SM
MD
LG