Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შეერთებულ შტატებს ატომური ელექტროსადგურების


ირანი შეერთებულ შტატებს ატომური ელექტროსადგურების ასაშენებლად ეპატიჟება და ამით ცდილობს დააცხროს ვაშინგტონის შიში თეირანის ატომური ამბიციების გამო. იგივე წინადადებით

ირანი შეერთებულ შტატებს ატომური ელექტროსადგურების ასაშენებლად ეპატიჟება და ამით ცდილობს დააცხროს ვაშინგტონის შიში თეირანის ატომური ამბიციების გამო. იგივე წინადადებით
ვაშინგტონს გასულ კვირაში რუსეთის ატომური ენერგიის მინისტრმა ალექსანდრ რუმიანცევმაც მიმართა, რომელიც ვაშინგტონმა უკუაგდო. შეერთებული შტატები ირანს ატომური იარაღის წარმოებაში, რუსეთს კი მისთვის ამ საქმეში დახმარების გაწევაში ადანაშაულებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ მისცემს ვაშინგტონს საკუთარი ატომური სადგურების უფრო მკაცრად შემოწმების საშუალებას მანამდე, სანამ შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები არ მოხსნიან სანქციებს ირანის წინააღმდეგ. რანი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ მის ატომურ პროგრამებს მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულება აქვს.
XS
SM
MD
LG