Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომისშემდგომი ერაყის აღდგენის ძალისხმევა საერთაშორისო


ომისშემდგომი ერაყის აღდგენის ძალისხმევა საერთაშორისო მასშტაბებს იძენს. ამის შესახებ ბაღდადში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს

ომისშემდგომი ერაყის აღდგენის ძალისხმევა საერთაშორისო მასშტაბებს იძენს. ამის შესახებ ბაღდადში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს
ერაყში ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა პოლ ბრემერმა და გაეროს საგანგებო წარგზავნილმა სერჯო ვიეირა დი მელომ. მათ განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ ერთობლივი ძალისხმევით მოაგვარონ ყველა, მათ შორის ერაყში ახალი, დემოკრატიული მთავრობის შექმნის საკითხი. ამასობაში იუწყებიან, რომ ცენტრალური ერაყის ქალაქ ბალადში, დაახლოებით 90 კილომეტრში ბაღდადის ჩრდილოეთით, საგუშაგოზე მყოფი ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული. ამერიკის ჯარის სარდლობას ამ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური ცნობა არ გამოუქვეყნებია.
XS
SM
MD
LG