Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში არავინ


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში არავინ მომკვდარა ატიპიური პნევმონიის გამო. არც ამ დაავადების ახალი შემთხვევა ყოფილა აღრიცხული.

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში არავინ მომკვდარა ატიპიური პნევმონიის გამო. არც ამ დაავადების ახალი შემთხვევა ყოფილა აღრიცხული.
ეს პირველად მოხდა აპრილის შემდეგ, როცა ყოველდღიურად დაიწყეს ინფორმაციის გამოქვეყნება ეპიდემიის გავრცელების შესახებ. თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ჩინეთის ხელისუფალთა მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფრთხილი მიდგომა ესაჭიროება. ატიპიურმა პნევმონიამ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩინეთში 334 ადამიანი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG