Accessibility links

logo-print

რუსეთმა განაცხადა, რომ დახმარებას აღმოუჩენს


რუსეთმა განაცხადა, რომ დახმარებას აღმოუჩენს ნატოს მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს ავღანეთში, მაგრამ ჯარს იქ არ განათავსებს.

რუსეთმა განაცხადა, რომ დახმარებას აღმოუჩენს ნატოს მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს ავღანეთში, მაგრამ ჯარს იქ არ განათავსებს.
მადრიდში, სადაც ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი ორდღიანი თათბირი გაიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ვითარების დესტაბილიზაციით ავღანეთში და ითანამშრომლებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა ხსენებულ რეგიონში სტაბილური ვითარება შეიქმნას. ივანოვმა თქვა, რომ რუსეთი სადაზვერვო და ლოგისტიკურ დახმარებას აღმოუჩენს ნატოს სამშვიდობო ძალებს ავღანეთში, მაგრამ თავის ჯარს იქ არ განათავსებს. ივანოვმა აღნიშნა ამასთანავე, რომ რუსეთის ჯარის გაყვანა კოსოვოდან და ბოსნიიდან არ უნდა იქნეს ისე გაგებული, თითქოს მოსკოვმა მთლიანად მიატოვა ბალკანეთის რეგიონი.
XS
SM
MD
LG