Accessibility links

logo-print

იორდანიის ქალაქ აქაბაში შეერთებული შტატების


იორდანიის ქალაქ აქაბაში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან მოლაპარაკების შემდეგ, ისრაელისა და

იორდანიის ქალაქ აქაბაში შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან მოლაპარაკების შემდეგ, ისრაელისა და
პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საერთაშორისო სამშვიდობო გეგმას, რომელიც "საგზაო რუკის" სახელით გახდა ცნობილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მხარი დაუჭირა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას, და განაცხადა, რომ ისრაელი მყისვე დაიწყებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ზოგიერთი ებრაული დასახლების დემონტაჟს. პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა, თავის მხრივ დაგმო ყოველგვარი ძალადობა ისრაელ მოქალაქეთა მიმართ და განაცხადა, რომ ყოველ ღონეს იხმარს იმისთვის, რათა პალესტინელებმა შეწყვიტონ შეიარაღებული აჯანყება. პრეზიდენტ ბუშს მიაჩნია, რომ სამმხრივ სამიტზე, აქაბაში, არსებითი პროგრესი იქნა მიღწეული.
XS
SM
MD
LG