Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომისას დაიღუპა


დღეს თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომისას დაიღუპა გურმანიის ყოფილი ეკონომოკის მინისტრი და ყოფილი ვიცე-კანცლერი იურგენ მიოლემანი.

დღეს თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომისას დაიღუპა გურმანიის ყოფილი ეკონომოკის მინისტრი და ყოფილი ვიცე-კანცლერი იურგენ მიოლემანი.
პოლიციის ვარაუდით, საქმე ეხება თვითმკვლელობას. თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით, მიოლემანმა ჰაერში შეიხსნა თავისი პარაშუტი და სარეზერვო აღარ გაუხსნია. თვითმფრინავი, რომელშიც ათი პარაშუტისტი იმყოფებოდა, დასავლეთი გერმანიის ქალაქ მარლის აეროპორტიდან აფრინდა. მიოლემანის დაღუპვამდე ერთი საათით ადრე გერმანიის პარლამენტმა მას პარლამენტარის იმუნიტეტი მოუხსნა და პოლიცია შეუდგა მისი სახლის ჩხრეკას ფინანსურ მაქინაციებში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG