Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო კოდორის ხეობაში


გაეროს უშიშროების საბჭო კოდორის ხეობაში გატაცებული სამხედრო დამკვირვებლების გათავისუფლებას მოითხოვს.

გაეროს უშიშროების საბჭო კოდორის ხეობაში გატაცებული სამხედრო დამკვირვებლების გათავისუფლებას მოითხოვს.
საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, რუსეთის ელჩი სერგეი ლავროვი მძევლების "დაუყოვნებლივი და უპირობო" გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, გატაცებული არიან გაეროს სამეთვალყურეო მისიის წევრი ორი გერმანელი და ერთი დანიელი, აგრეთვე ერთი ადგილობრივი თარჯიმანი. გაეროს სამხედრო მეთვალყურეების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ინციდენტი კოდორის ხეობაში ხუთშაბათს დილას მოხდა. გაეროს სამხედრო მეთვალყურეებს თან ახლდნენ რუსი მშვიდობისდამცველები, რომლებიც გამტაცებლებმა განაიარაღეს და ფეხით გაუშვეს. გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს კონტაქტი აქვთ დამყარებული საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების ოფიციალურ წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG