Accessibility links

ჩეჩნეთის მახლობლად თვითმკლველმა მოიერიშე ქალმა


ჩეჩნეთის მახლობლად თვითმკლველმა მოიერიშე ქალმა რუსეთის სამხედრო ავტობუსი ააფეთქა,

ჩეჩნეთის მახლობლად თვითმკლველმა მოიერიშე ქალმა რუსეთის სამხედრო ავტობუსი ააფეთქა,
რის შედეგად თვით მოიერიშის გარდა სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა. ავტობუსი მიემგზავრებოდა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე მოზდოკის სამხედრო საჰაერო ბაზისაკენ, რომელიც ჩეჩნეთში მებრძოლი რუსული ჯარების შტაბბინაა. ჩრდილოეთი ოსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრის, ბორის ძგოიევის თქმით, დაიღუპა 15 კაცი ავტობუსში მყოფი 27 ადამიანიდან, ხოლო 12 დაიჭრა. ადგილობრივი სამხედრო პრეს-მდივნის, ალექსანდრ კოვალის ინფორმაციით კი, მოიერიშის გარდა 17 ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG