Accessibility links

რუსეთის დუმის დეპუტატთა უმრავლესობამ პარასკევს


რუსეთის დუმის დეპუტატთა უმრავლესობამ პარასკევს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას იმ ჩეჩენი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ, რომლებმაც ნებაყოფლობით ჩააბარეს იარაღი. 352 ხმა 25-

რუსეთის დუმის დეპუტატთა უმრავლესობამ პარასკევს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას იმ ჩეჩენი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ, რომლებმაც ნებაყოფლობით ჩააბარეს იარაღი. 352 ხმა 25-
ის წინააღმდეგ ასეთი გახლდათ კენჭისყრის შედეგი. ამნისტია ამოქმედდება იმ დღიდან, როცა პარლამენტის გადაწყვეტილება სახელუსფლებო გაზეთ "როსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნდება. ამნისტია შეეხება ჩეჩენ მეომრებს, რუს სამხედროებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო ათწლეულის მანძილზე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ემუქრებოდნენ. ამნისტია არ შეეხება უცხოელებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ მკვლელობაში, გაუპატიურებასა და გატაცებაში. ვლადიმირ პუტინის უფროსმა მრჩეველმა სერგეი იასტრჟემბსკიმ განაცხადა, რომ ამნისტია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩეჩნეთში კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესის შეუქცევადობას. ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ამნისტია პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლებს იმ რუს ჯარისკაცებს, რომლების ჩეჩნეთში სამოქალაქო პირების უფლებებს არღვევენ.
XS
SM
MD
LG