Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 4 გერმანელი ჯარისკაცი


სულ ცოტა 4 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-დე ადამიანი დაიჭრა დღეს ქაბულში,

სულ ცოტა 4 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30-დე ადამიანი დაიჭრა დღეს ქაბულში,
როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ავტობუსი, რომელშიც მრავალეროვან სამშვიდობო ძალებში მომსახურე გერმანელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაჭრილთა შორის ათის მდგომარეობა - კრიტიკულია. აფეთქების შედეგად რამდენიმე ავღანელი მოქალაქეც დაიჭრა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა ავტობუსი მშვიდობისდამცველთა სამხედრო ბაზას მიუახლოვდა ქაბულის აღმოსავლეთ შემოგარენში. რეიტერის სააგენტო, ქაბულის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩადებული იყო ტაქსიში, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. უშიშროების უზრუნველსაყოფად ავღანეთის დედაქალაქში 4,600 მშვიდობისდამცველია განთავსებული.
XS
SM
MD
LG