Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უმაღლესმა მაკონტროლირებელმა ორგანომ, ისლამური


ირანის უმაღლესმა მაკონტროლირებელმა ორგანომ, ისლამური რევოლუციის მეთვალყურეთა საბჭომ პარლამენტს ურჩია გადასინჯოს ორი კანონპროექტი,

ირანის უმაღლესმა მაკონტროლირებელმა ორგანომ, ისლამური რევოლუციის მეთვალყურეთა საბჭომ პარლამენტს ურჩია გადასინჯოს ორი კანონპროექტი,
რომლებიც პრეზიდენტ მოჰამად ხათამის უფლებამოსილებათა გაფართოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ დღეს განაცხადა ხსენებული საბჭოს თავმჯდომარემ, აიათოლა აჰმად იანათიმ. ერთ-ერთი კანონპროექტი მეთვალყურეთა საბჭოს უფლებებს ზღუდავს, ხოლო მეორე - პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას - გააუქმოს სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ეს ორი კანონპროექტი გასულ წელს მოიწონა პარლამენტმა, მაგრამ ამ წლის დასაწყისში მეთვალყურეთა საბჭომ გამოაცხადა, რომ დოკუმენტები ისლამსა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG