Accessibility links

logo-print

გაეროს ექსპერტებმა დღეს შეამოწმეს ტუვაითას


გაეროს ექსპერტებმა დღეს შეამოწმეს ტუვაითას ბირთვულ კვლევათა ცენტრი ერაყში, სადაც რადიოაქტიური ნარჩენები ინახებოდა.

გაეროს ექსპერტებმა დღეს შეამოწმეს ტუვაითას ბირთვულ კვლევათა ცენტრი ერაყში, სადაც რადიოაქტიური ნარჩენები ინახებოდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამი ექსპერტის ორკვირიანი მისია ერაყში შაბათს შვიდ ივნისს დაიწყო. ხსენებული ექსპერტები პენტაგონიდან მიღებული ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებენ. როგორც გამოირკვა, აპრილის დასაწყისში, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა ერაყში, ტუვაითას ბირთვულ კვლევათა ცენტრში შეიჭრნენ მძარცველები და დააცარიელეს ურანის შემცველი ასობით რკინის კასრი და რადიოაქტიური ნივთიერება თან წაიღეს. მიტოვებული რკინის კასრები, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ დაიტაცა და მასში სასმელ წყალს ინახავს, ხოლო სხვები, სარეცხს რეცხავენ ამ კასრებში. შედეგად, ბევრი მათგანი რადიაციით დაავადდა.

XS
SM
MD
LG