Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ირანელებს მოუწოდა ზეწოლა მოახდინონ თავიანთ პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებზე,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ირანელებს მოუწოდა ზეწოლა მოახდინონ თავიანთ პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებზე,
რათა თეირანმა შეწყვიტოს ტერორისტების მხარდაჭერა და ბირთვული იარაღის შესაქმნელად შემუშავებული პროგრამა. ამგვარი მოწოდებით პაუელი, ტელეკომპანია "ფოქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გამოვიდა. მანამდე, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, ქვეყნის სტუდენტობას, რომელიც რეფორმებს უჭერს მხარს, სიმშვიდისაკენ მოუწოდა და ურჩია არ აჰყვნენ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "შეერთებული შტატების მცდელობას - ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ირანში". ხოლო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ კვლავ უარყო ვაშინგტონის მტკიცება, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შეძენას ცდილობს.
XS
SM
MD
LG