Accessibility links

ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, შეერთებული შტატების


ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა

ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა
ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა არ გაუშვან ხელიდან ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების კარგი შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-ღაზის სექტორის საზღვარზე პალესტინელი ექსტრემისტების მიერ კვირას დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. ისრაელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და 3 ექსტრემისტი მოკლეს. ერეცის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის დროს შორიახლო მყოფი 8 ისრაელი მოქალაქე და რამდენიმე პალესტინელიც დაიჭრა.
ხოლო თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრს მაჰმუდ აბასს უჭერს მხარს, და რომ ისრაელ ჯარისკაცებზე კვირას მომხდარმა თავდასხმამ არ უნდა შეაფერხოს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლება.
XS
SM
MD
LG