Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა სამხედრო ტრაქტორები ჩაიყვანა მდინარე


ისრაელმა სამხედრო ტრაქტორები ჩაიყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის დაბა ნევე ერეზში,

ისრაელმა სამხედრო ტრაქტორები ჩაიყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის დაბა ნევე ერეზში,
სადაც ებრაელმა ახალმოსახლეებმა უკანონო საგუშაგო ააგეს. ამგვარი საგუშაგოს არსებობა ეწინააღმდეგება "გზამკვლევის" სახელით ცნობილ სამშვიდობო გეგმას. ისრაელი სხვა მსგავსი საგუშაგოების მოსპობასაც აპირებს. დღეს პალესტინელთა ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა მხარი დაუჭირა დიალოგის განახლებას პალესტინელთა რადიკალურ დაჯგუფებებთან, რათა ამ უკანასკნელთა ლიდერები იარაღის დაყრასა და ძალადობის შეწყვეტაზე დაითანხმონ. [მაჰმუდ აბასის ხმა] "ჩვენი ვგმობთ თავდასხმებს. ყველას ვთხოვთ, შეწყიტონ ეს თავდასხმები, რადგან ჩვენ გვსურს, დავიწყოთ პოლიტიკური მოლაპარაკებები. სწორედ ეს განვაცხადეთ პალესტინის საკანონმდებლო საბჭოში." მაჰმუდ აბასმა დასძინა, რომ ექსტრემისტების წინააღმდეგ ძალას პალესტინელთა ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG