Accessibility links

პოლონეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ამ


პოლონეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის შესვლას ევროპის კავშირში.

პოლონეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის შესვლას ევროპის კავშირში.
საბოლოო მონაცემებით, კავშირში გაწევრიანებას ხმა მისცა რეფერენდუმის მონაწილეთა 77,5-მა პროცენტმა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 59-მა პროცენტმა. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი სწრაფვა, დაბრუნდეს ევროპაში. მან დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ევროპის კავშირის წევრებს. [ალექსანდრ კვაშნევსკის ხმა] "არ გვავიწყდება ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ რეფერენდუმის დროს და რომლებიც ახლა, ვიცი, გულწრფელად მოგვილოცავენ. მათ დიდი ტვირთი მოეხსნათ გულებიდან, რადგან ევროპა ელოდება პოლონეთს - დინამიკურ პოლონეთს, აქტიურ პოლონეთს, სავსეს ენერგიითა და ახალი იდეებით, პოლონეთს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის თანამეგობრობაში." მიმდინარე კვირის მიწურულს ანალოგიური რეფერენდუმი გაიმართება ჩეხეთში.
XS
SM
MD
LG