Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება გაეროს


კოდორის ხეობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა გამტაცებლებთან.

კოდორის ხეობაში მიმდინარეობს მოლაპარაკება გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა გამტაცებლებთან.
კოდორის მიმართულების ოპერატიული სამსახურის უფროსის ბესიკ კვიციანის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები გამტაცებლებისგან მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. გამტაცებელთა ვინაობასა და ადგილსამყოფელს კვიციანი არ აკონკრეტებს. ზოგიერთი ცნობით თანახმად, გამტაცებლები გაეროს სამ სამხედრო მეთვალყურესთან (ორ გერმანელ და ერთ დანიელ ოფიცერთან, აგრეთვე მათს ქართველ თარჯიმანთან) ერთად კოდორის ხეობის სოფელ ომარიშარაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იმყოფებიან. გაეროს სამხედრო მეთვალყურეები კოდორის ხეობაში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა გასულ ხუთშაბათს გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG