Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცება კოდორის ხებაში, "გაზპრომის" საკითხი და პანკისის პრობლემა. გესაუბრებით ამ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გატაცება კოდორის ხებაში, "გაზპრომის" საკითხი და პანკისის პრობლემა. გესაუბრებით ამ თემებზე წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილების შესახებ.


6 ივნისის "გაზეტა" წერს, რომ "საქართველოში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფის გატაცება არ წარმოადგენდა სიძნელეს, რადგან ევროპელი დამკვირვებლები ერთი და იმავე მარშრუტით ერთსა და იმავე დროს დადიოდნენ უკანასკნელი თვეების განმავლობაში".
გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" კი დაუკავშირდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სადაც მიიჩნევენ, რომ "რუსეთის მშვიდობისმყოფელებისა და გაეროს დამკვირვებლების ყოველკვირეული პატრულირება კოდორის ხეობის ზედა ნაწილში უშედეგოა". გაზეთის 6 ივნისის ნომერში ნათქვამია:


"ინსპექციების თარიღს წინასწარ ათანხმებენ ქართულ მხარესთან და მალავენ ყველაფერს, რაც უცხო თვალისთვის არაა განკუთვნილი. ამ დროს კი, აფხაზური მხარის მტკიცებით, ხეობაში თავმოყრილია საქართველოს 700-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც, 1994 წლის სოჭის შეთანხმებით, კოდორში ყოფნის უფლება არ აქვთ. ადგილობრივ მცხოვრებლებს არაერთხელ შეხვედრიათ შეიარაღებული ადამიანები, რომლებსაც ეცვათ სამხედრო ფორმა განმასხვავებელი ნიშნების გარეშე. თუმცა ისინი საერთაშორისო პატრულების მხედველობის არეშიც მოხვედრილან. ამგვარი მონიტორინგის ეფექტურობა ნულამდეა დაყვანილი".

6 ივნისის გაზეთ "ვრემია მნ-ის" წერილი ეძღვნება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ენერგეტიკის საკითხებში, სტივენ მენის თბილისურ ვიზიტს. წერილში დასმულია კითხვა, თუ რას მოიგებს თბილისი "გაზპრომთან" გარიგების შედეგად.
გაზეთის თქმით, "ექსპერტები ასე მსჯელობენ:


საქართველომ იცის, რომ, "იტერასაგან" განსხვავებით, "გაზპრომი", ნაწილობრივ, სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს. გაზის გიგანტთან ალიანსში შესვლით თბილისი მოაწესრიგებს ურთიერთობას რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. გარდა ამისა, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ნაწილს მაინც უზრუნველყოფს გაზით, რაც მეტად მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და მრვალწლიანი ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში".
"კარგია თუ არა ყოველივე ეს საქართველოსთვის? ეკონომიკური თვალსაზრისით - უეჭველად. პოლიტიკური თვალსაზრისით კი - გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ პრობლემას. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს სიარული ბალანსირების გზით აშშ-სა და რუსეთს შორის და მოცემულ სიტუაციაში ეს სწორი გზაა. მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველო შეიძლება გაერთოს და მაშინ მას აშშ გააჩერებს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ძველ ადგილს დაუბრუნდება: თბილისი იძულებით უარს იტყვის მოსკოვთან თანამშრომლობაზე და მორიგ ჯერზე გააფუჭებს მასთან ურთიერთობას. ოცნება გაზის თაობაზე კი ოცნებად დარჩება.
მკაცრად რომ ითქვას, საქართველო იმ ხაფანგში მოექცევა, რომელიც თავად დააგო: ოცნებობდა რა მოსკოვის კაბალისგან გათავისუფლებაზე, იგი ვაშინგტონის მარწუხებში აღმოჩნდა".


პანკისის პრობლემასთან დაკავშირებულ წერილში 5 ივნისის "ნოვაია გაზეტა" წერს, რომ ამჟამად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აშკარად დათბა, რასაც უმაღლეს დონეზე შეხვედრების ხშირი და შედეგიანი გამართვა მოწმობს".
გაზეთის თქმით:


"საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ჩვენ უკვე აღარ გვემუქრება პოლიტიკური კრიზისი და უკვე ზაფხულში (შესაძლოა, პირველი სექტემბრისათვის) პანკისის სკოლებში ჩაიტანენ ჩეჩნური ენის სახელმძღვანელოებს, სათამაშოებსა და ველოსიპედებს ბავშვებისათვის. ლტოლვილებს კი ჩაუტანენ ფქვილს, შაქარს, წამლებს, ელექტროგენერატორებს და სხვ.
სამინისტროში იმედოვნებენ, რომ იმ დროისთვის უკვე მზად იქნება ლტოვილ მოხალისეთა პირველი ჯგუფები რუსეთში გასამგზავრებლად".
XS
SM
MD
LG