Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაცხადა, რომ ერაყის სახსრებიდან


აშშ-მა გამოაცხადა, რომ ერაყის სახსრებიდან 100 მილიონ დოლარს გამოიყენებს აღმშენებლობისთვის.

აშშ-მა გამოაცხადა, რომ ერაყის სახსრებიდან 100 მილიონ დოლარს გამოიყენებს აღმშენებლობისთვის.
აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა თქვა, რომ ერაყს სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა. ბრემერმა თქვა, რომ ფულის დიდი ნაწილი მსოფლიოს ბანკებში არსებული ერაყის ანგარიშებიდან დაიხარჯება. დღეს ერაყში დააკავეს ჰუსეინის ძებნილ თანამშრომელთა კიდევ ორი წარმომადგენელი.
აშშ-ის არმიის თანახმად, მისი ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა სროლის დროს, როცა ბაღდადში სამხედროები 384 ადამიანის დაპატიმრების ოპერაციას ატარებდნენ. არმიის თანახმად, დაპატიმრებულთაგან სულ მცირე 30, ერაყის ყოფილი მმართველი "ბაათის" პარტიის წევრია. ერაყის ეროვნული კონგრესის ლიდერმა აჰმედ ჩალაბიმ ნიუ იორკში განაცხადა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა მის ქვეყანაში საკუთარი გზით უნდა იაროს გარეშე ჩარევის გარეშე. მან თქვა, რომ ერაყის ლიდერები აშშ-მა არ უნდა აირჩიოს. [ჩალაბის ხმა]
"ლიდერების ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია, ისინი პოლიტიკური დებატის გზით უნდა წარმოიქმნენ და საუკეთესო გზა ერაყის ლიდერების წარმოქმნისთვის ქვეყანაში, პოლიტიკური პროცესის ახლავე დაწყებაა".
შიიტების პოლიტიკურმა გაერთიანებამ ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესმა საბჭომაც უარყო ვაშინგტონის გეგმა აირჩიოს ერაყის მეთვალყურეთა საბჭო.
XS
SM
MD
LG