Accessibility links

logo-print

პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფის "ჰამასის" პოლიტიკურმა


პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფის "ჰამასის" პოლიტიკურმა ლიდერმა აბდელ აზიზ რანტისიმ განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა, მას მერე, რაც ის ისრაელის სარაკეტო თავდასხმას გადაურჩა,

პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფის "ჰამასის" პოლიტიკურმა ლიდერმა აბდელ აზიზ რანტისიმ განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა, მას მერე, რაც ის ისრაელის სარაკეტო თავდასხმას გადაურჩა,
რომ ისრაელის წინაღამდეგ ბრძოლას გააგრძელებს. რანტისიმ ეს თქვა მას მერე, რაც მის ავტომანქანას, ღაზაში, ისრაელის შვეულმფრენმა რაკეტები დაუშინა. ამ თავდასხმამ ხუთი პალესტინელი შეიწირა.
პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა თავდასხმას ტერორისტული უწოდა. [აბასის ხმა] "პირველ რიგში ამ თავდასხმას მძიმე დანაშაულად და ტერორისტულ ოპერაციად მივიჩნევთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან მან უდანაშუალო ადამიანები შეიწირა, 27-ზე მეტი დაშავდა, ორი ეწამა, დოქტორი ალ რანტისი და მისი ვაჟი დაიჭრნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკრიტიკა ისრაელი "ჰამაისის" ლიდერისთვის რაკეტის დაშენის გამო. თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ ეს თავდასხმა ისრაელის უსაფრთხოების არ რგებს და გაართულებს სამშვიდობო გეგმის განხორციელებას.მოგვიანებით ისრაელის შვეულმფრენმა თავდასხმა მოაწყო ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, სულ მცირე სამი პალესტინელი დაიღუპა და 30 დაშავდა.
XS
SM
MD
LG