Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგნენ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი იმანგალი


თანამდებობიდან გადადგნენ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი იმანგალი ტასმაგამბეტოვი და მისი კაბინეტის წევრები.

თანამდებობიდან გადადგნენ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი იმანგალი ტასმაგამბეტოვი და მისი კაბინეტის წევრები.
პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გადადგომა მიიღო და, როგორც ვარაუდობენ, პარასკევს ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას გამოაცხადებს. ტასმაგამბეტოვის თქმით, მისი გადადგომა უკავშირდება მიწის ახალ კოდექსს, რომლითაც ქვეყანაში მიწაზე კერძო საკუთრება დაკანონდება. მიწის კოდექსის სამთავრობო ვარიანტი მიღებულ იქნა მაისში, მას შემდეგ, რაც კოდექსის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში ჩაუვარდათ წინადადება მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შესახებ. გუშინ საკონსტიტუციო საბჭომ - პრეზიდენტ ნაზარბაევის თხოვნით - განიხილა მიწის კოდექსი და იგი კონსტიტუციასთან შესაბამისად სცნო.
XS
SM
MD
LG