Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, OPEC-მა


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, OPEC-მა, გადაწყვიტა, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 25,5 მილიონი ბარელით განსაზღვროს.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ, OPEC-მა, გადაწყვიტა, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 25,5 მილიონი ბარელით განსაზღვროს.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ თათბირზე. OPEC-ის წევრი ქვეყნების მინისტრებმა მოილაპარაკეს, რომ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ივლისში, როცა ცნობილი გახდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ერაყის ნავთობის გავლენა. როგორც OPEC-ის პრეზიდენტმა აბდულა ბინ ჰამად ალ-ატიამ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ერაყის ნავთობის დაბრუნებას არაერთი გაურკვევლობა ახლავს. ხმა "რამდენიმე საკვანძო საკითხში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. ზუსტად არ არის ცნობილი ბაზარზე ერაყის ნავთობის დაბრუნების ტემპი და მასშტაბი; ქვეყნისა, რომელიც OPEC-ის წევრობის ღირსეული ტრადიციით ამაყობს და რომელიც ახლა მსოფლიოს ენერგეტიკულ სარბიელზე ხალახლა დამკვიდრებას ცდილობს." ერაყის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ქვეყანა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ივნისში დაბრუნდება. მაგრამ მისი ექსპორტი სრულ მოცულობას მხოლოდ გაისად მიაღწევს.
XS
SM
MD
LG