Accessibility links

logo-print

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეჩერებულ


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეჩერებულ იქნა ებრაელთა ხუთი დასახლების დემონტაჟი.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეჩერებულ იქნა ებრაელთა ხუთი დასახლების დემონტაჟი.
ამის შესახებ ისრაელის რადიო იტყობინება. ამ დასახლებათა დემონტაჟის კანონიერებას ახლა ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. ბოლო დღეებში დანგრეულ იქნა ათი მიტოვებული ნაგებობა, რომლებიც თავის დროზე ებრაელმა მოსახლეებმა ააშენეს. სულ კი - ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის თანახმად - პალესტინელთა ტერიტორიებზე უნდა განხორციელდეს ებრაელთა ასზე მეტი დასახლების დემონტაჟი.
XS
SM
MD
LG