Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა მოკავშირეებს ერთიანობისკენ მოუწოდა,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა მოკავშირეებს ერთიანობისკენ მოუწოდა,
რაც მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მსოფლიო ახალ საფრთხეთა წინაშე დგას. რამსფელდმა სიტყვა წარმოთქვა გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, სადაც - პენტაგონის ხელმძღვანელობით - უკვე ათი წელია მოქმედებს საერთაშორისო კვლევითი ცენტრი. ვაშინგტონის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბირთვული და სხვა სახის იარაღის გავრცელების პირობებში ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ იმოქმედებს დამოუკიდებლად და მსოფლიოს თავისუფალი სახელმწიფოები ერთობლივად უნდა დაუპირისპირდნენ ხიფათს. [დონალდ რამსფელდის ხმა] "თუ თავისუფალი სახელმწიფოები ერთად არ იმოქმედებენ და ერთად არ შეუდგებიან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრობლემის მოგვარებას, სავსებით შესაძლებელია, არცთუ შორეულ მომავალში ვიცხოვროთ მსოფლიოში, სადაც ბირთვული სახელმწიფოების რიცხვი დღევანდელზე ორჯერ მეტი იქნება და ამ ახალი ბირთვული სახელმწიფოების ნაწილი ტერორისტულმა ქვეყნებმა შეადგინონ." თავის გამოსვლაში დონალდ რამსფელდმა კვლავ ისაუბრა "ძველსა" და "ახალ" ევროპაზე და ქებით მოიხსენია პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც, მინისტრის თქმით, აქტიურად მონაწილეობენ ომისშემდგომი ერაყის აღდგენაში. ხვალ რამსფელდი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც შეხვდება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს.
XS
SM
MD
LG