Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი და თურქეთი უკმაყოფილებას გამოთქვამენ


საბერძნეთი და თურქეთი უკმაყოფილებას გამოთქვამენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იმ ქვეყნების სიაში მოხვედრის გამო, რომლებიც

საბერძნეთი და თურქეთი უკმაყოფილებას გამოთქვამენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილ იმ ქვეყნების სიაში მოხვედრის გამო, რომლებიც
არაეფექტიანად ებრძვიან ტრეფიკინგს. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ, შეერთებული შტატების ანგარიში სინამდვილეს არ ასახავს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ანგარიშის მომზადებისას მიკერძოებულ ინფორმაციას დაეყრდნო. ვაშინგტონის წლევანდელ სიაში საქართველო მოხსენიებულია იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლებიც მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოსთან ერთად მესამე ჯგუფში გაერთიანებული არიან: იგივე საბერძნეთი და თურქეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, ყაზახეთი, ჩრდილოეთი კორეა, სუდანიდა უზბეკეთი. თუმცა, პრაიმ-ნიუსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო მეორე კატეგორიის, ანუ იმ ქვეყნების სიაში შედის, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ ტრეფიკინგის პრობლემის გადასაწყვეტად. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კი საქართველოს შესახებ, რომელიც, როგორც მოგახსენეთ მესამე ჯგუფის ქვეყნებშია გაერთიანებული, ნათქვამია: "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები სამართალდამცველთა მუშაობის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებებზეც მუშაობს, მისი - საქართველოს ხელისუფლების მცდელობები იყო არაორგანიზებული და ჩამორჩებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას", - ნათქვამია საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ.
XS
SM
MD
LG