Accessibility links

logo-print

ბაღდადის მუზეუმს დაუბრუნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი


ბაღდადის მუზეუმს დაუბრუნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატი - 5 ათასი წლის სიძველის სურა, რომელიც ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების შემდეგ გაჩაღებული

ბაღდადის მუზეუმს დაუბრუნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატი - 5 ათასი წლის სიძველის სურა, რომელიც ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების შემდეგ გაჩაღებული
მაროდიორობის მსხვერპლი გახდა. ფასდაუდებელი ექსპონატი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 წლით თარიღდება შუმერული წარმოშობის არის და ის 1940 წელს ერაყის სამხრეთში ქალაქ სამაავაში გერმანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. ერაყის მუზეუმის ხუთიათასწლოვანი ექსპონატი ამერიკელმა სამხედროებმა ერთ-ერთი ერაყელის მანქანის საბარგულში აღმოაჩინეს, რომლის პატრონს, როგორც იტყობინებიან, ეჭვიც არ ქონდა თუ რა საგანძური ედო მანქანაში. ერაყის მუზეუმიდან გატაცებული კიდევ 3000 ექსპონატის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.
XS
SM
MD
LG